SmartRA: What-If რისკის შეფასება, რომელიც შეხვედრის დასრულებით არ მთავრდება

  • Smart Digital Solutions /
  • ნოე 18th 2026

შეხვედრა მთავრდება. რისკი — არა.

What-If კვლევების უმრავლესობა კარგად ტარდება, მაგრამ ცუდად ფიქსირდება. კარგი გუნდი მთელ დღეს სვამს კითხვებს: „რა მოხდება, თუ კომპრესორის გამონადენის გზა დაიბლოკება?“, „რა მოხდება, თუ გაშვებისას გაგრილება მიუწვდომელი იქნება?“ ანალიზი სწორია. შემდეგ კი შედეგი Excel-ში ხვდება, ელ-ფოსტით ვრცელდება და თანდათან კარგავს აქტუალურობას.

რამდენიმე კვირაში აღარავინ იცის, რომელი ვერსიაა მოქმედი. ღონისძიებები ვიღაცის საფოსტო ყუთში იკარგება. ვადები შეუმჩნევლად გადის. როცა აუდიტორი ან დამკვეთი გეკითხებათ: „აჩვენეთ, როგორ დაიხურა ეს რისკი“, პასუხის შეგროვებას დღეები სჭირდება.

პრობლემა მეთოდში არ არის. What-If ანალიზი დარწმუნებული, პრაქტიკული გზაა ცვლილების, მიერთების ან ახალი პროცედურის შესაფასებლად. პრობლემა ისაა, რომ კვლევა და მისი შემდგომი შესრულება სხვადასხვა ადგილას ცხოვრობს. SmartRA ამას აგვარებს.

რა არის SmartRA

SmartRA არის SmartCCM-ის რისკების შეფასების მოდული. ის იღებს What-If მეთოდს, რომელსაც თქვენი HSE და საინჟინრო გუნდები უკვე იყენებენ, და ახორციელებს იმავე სამუშაო სივრცეში, სადაც უკვე გაქვთ ე.წ. შემოწმების ფურცლები (Checksheets), დეფექტური აქტები (Punchlists) და მზადობის (Readiness) კონტროლი.

SmartCCM-ის სხვა მოდულების მსგავსად, SmartRA მუშაობს ქართულ და ინგლისურ ენებზე. გუნდს ერთი დაჭერით შეუძლია ენის გადართვა და იმავე კვლევაზე მუშაობის გაგრძელება.

რატომ არის რისკის შეფასება მნიშვნელოვანი

ახალი მოწყობილობის მიერთება, პროცესის ცვლილება, ტექნიკური მომსახურება ან ობიექტის გაშვება — თითოეულ მათგანს თავისი რისკი აქვს. რისკის შეფასება გუნდს ეხმარება, ეს რისკები სამუშაოს დაწყებამდე დაინახოს — და არა მას შემდეგ.

ჩავარდნილი შეფასება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე კარგად ჩატარებული: წარმოების შეჩერება, გაშვების გადადება, შემოწმების შედეგები — და, ყველაზე უარეს შემთხვევაში, დაზიანებული ადამიანი.

ორი ხაფანგი, რომელშიც გუნდები ხშირად ხვდებიან

პირველი: Excel ეს უფასო და ნაცნობი გზაა, მაგრამ ფასს მოგვიანებით ვიხდით. ფაილები ელ-ფოსტით ვრცელდება და უცნობია, რომელი ვერსიაა ბოლო. სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე რისკს სხვადასხვად აფასებს. ღონისძიებები საფოსტო ყუთებში იკარგება, ვადები უჩუმრად გადის. ხოლო აუდიტისას ისევ დღეები იხარჯება ჯაჭვის აღდგენაზე: როგორ დაიხურა ეს რისკი?

მეორე: ძვირი და რთული სისტემები. ზოგიერთი კომპანია სხვა უკიდურესში იჭრება და დიდ საწარმო პლატფორმას ყიდულობს — ძვირი ლიცენზიებით, ხანგრძლივი დანერგვით და კონსულტანტებზე დამოკიდებულებით. თუ ინსტრუმენტი რთულია, გუნდი მას არ იყენებს. შედეგი? ფული დახარჯულია, ხოლო რეალური სამუშაო ისევ Excel-ში ბრუნდება.

რა უნდა გააკეთოს კარგმა ინსტრუმენტმა

სწორი ინსტრუმენტი არ უნდა იყოს ყველაზე ძვირი ან ყველაზე რთული. ის უნდა იყოს ისეთი, რომელსაც გუნდი რეალურად გამოიყენებს. აი, რაზე ღირს ყურადღების გამახვილება:

 

  • ინტუიციურობა. ახალი მომხმარებელი საათების განმავლობაში უნდა აითვისოს სისტემა — და არა კვირების განმავლობაში.
  • თქვენი წესები, და არა გენერიული შაბლონი. რისკის მატრიცა და საკვანძო თემები სრულად უნდა მოერგოს თქვენს კომპანიას, დარგსა და დამკვეთს.
  • რისკი შემცირებამდე და შემდეგ. უნდა ჩანდეს, რამდენად ამცირებს რისკს ყოველი ღონისძიება.
  • ღონისძიებები დახურვამდე. ყველა რეკომენდაციას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებელი, ვადა და დახურვის ჩანაწერი.
  • აუდიტისთვის მზადყოფნა. ისტორია იწერება სამუშაოსთან ერთად — არა ბოლო წუთს.
  • განივრული ფასი. იხდით იმაში, რასაც იყენებთ, და არა იმ ფუნქციებში, რომლებსაც არასდროს გახსნით.

 

სწორედ ამიტომ შევქმენით SmartRA

SmartRA არის SmartCCM-ის რისკების შეფასების მოდული — საკმარისად მძლავრი სერიოზული სამუშაოსთვის და საკმარისად მარტივი ყოველდღიური გამოყენებისთვის. ის იყენებს ჩვეულ What-If მეთოდს, აფასებს რისკს თქვენი კომპანიის მატრიცით და ყოველ რეკომენდაციას დახურვამდე ადევნებს თვალს.

რისკის მატრიცები და საკვანძო თემები სრულად მორგებადია. სისტემა მუშაობს ქართულ და ინგლისურ ენებზე და ერთ სივრცეშია თქვენს შემოწმების ფურცებთან (Checksheets), დეფექტურ აქტებთან (Punchlists) და მზადობის კონტროლთან (Readiness Control). უფრო მარტივი, ვიდრე Excel, და უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე ძვირი პლატფორმები.

მზად ხართ ციფრული ტრანსფომაციისთვის? მოიტანეთ თქვენი რეალური კვლევა და რისკის მატრიცა — ჩვენ გაჩვენებთ, როგორ მუშაობს SmartRA თქვენს რეალურ პროექტში.

დაჯავშნეთ უფასო დემო →

ტეგები: #HSE, #What-If ანალიზი, #რისკის მატრიცა, #რისკის შეფასება
დაკავშირებული გადაწყვეტა: Management of Change

For engineering advice topics, SmartChange helps teams assess impacts, route approvals, and maintain traceability across proposed changes.

See how SmartChange supports controlled engineering changes

გაზიარება

0 კომენტარი
  • კომენტარები ჯერ არ არის.

დატოვეთ კომენტარი