დემონსტრაცია
KA

შპს „Smart Digital Solutions“

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2024 წლის 10 ნოემბერი

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს შპს „Smart Digital Solutions“-ის პოლიტიკასა და პროცედურებს, რომლებიც ეხება თქვენი ინფორმაციის შეგროვებას, გამოყენებასა და გამჟღავნებას მომსახურებით სარგებლობისას, ასევე გაცნობებთ თქვენი კონფიდენციალურობის უფლებებსა და იმას, თუ როგორ გიცავთ კანონი.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მომსახურების მიწოდებისა და გაუმჯობესებისთვის. მომსახურებით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

2. ტერმინთა განმარტება

2.1 განმარტების წესი

ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ ამ ნაწილში განსაზღვრული მნიშვნელობა. განმარტებებს ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ, მიუხედავად იმისა, გამოყენებულია ისინი მხოლობით თუ მრავლობით რიცხვში.

2.2 განმარტებები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისთვის:

3. თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება

3.1 რა მონაცემებს ვაგროვებთ?

ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას შესაძლოა გთხოვოთ ისეთი პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თქვენთან დაკავშირება ან თქვენი იდენტიფიცირება. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს:

3.2 როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემების უმეტესობას თქვენ თავად გვაწვდით. მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ, როდესაც:

ჩვენ შეიძლება თქვენი მონაცემები არაპირდაპირ მივიღოთ შემდეგი წყაროებიდანაც:

ასევე შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ბრაუზერი აგზავნის ჩვენი მომსახურების მონახულებისას ან მოწყობილობის მეშვეობით მომსახურებაზე წვდომისას.

3.3 თვალთვალის ტექნოლოგიები და ქუქი-ფაილები

ჩვენი მომსახურების აქტივობის აღსარიცხად და გარკვეული ინფორმაციის შესანახად ვიყენებთ ქუქი-ფაილებსა და მსგავს თვალთვალის ტექნოლოგიებს. ინფორმაციის შესაგროვებლად, აღსარიცხად და მომსახურების გასაუმჯობესებლად და გასაანალიზებლად გამოიყენება ბიკონები, ტეგები და სკრიპტები. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიები შეიძლება მოიცავდეს:

3.4 როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?

კომპანიამ შეიძლება პერსონალური მონაცემები გამოიყენოს შემდეგი მიზნებით:

თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გავაზიაროთ შემდეგ შემთხვევებში:

3.5 როგორ ვინახავთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენი კომპანია თქვენს მონაცემებს უსაფრთხოდ ინახავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში განთავსებულ ღრუბლოვან სერვერებზე. თქვენი მონაცემების არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისა თუ გამჟღავნებისგან დასაცავად ვიყენებთ ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამის უსაფრთხოების სხვადასხვა ზომას, მათ შორის:

მონაცემთა დაშიფვრა:

წვდომის კონტროლი:

ქსელის უსაფრთხოება:

მონაცემთა ანონიმიზაცია და მინიმიზაცია:

ფიზიკური უსაფრთხოება:

მონაცემთა შენახვა და წაშლა:

3.6 თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა

თქვენი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მუშავდება კომპანიის საოპერაციო ოფისებში და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც დამუშავებაში ჩართული მხარეები იმყოფებიან. ეს ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაიცეს და ინახებოდეს თქვენი ქვეყნის ან სხვა სახელმწიფო იურისდიქციის ფარგლებს გარეთ არსებულ მოწყობილობებზე, სადაც მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი იურისდიქციის კანონმდებლობისგან.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თქვენი თანხმობა და შემდგომ ასეთი ინფორმაციის წარდგენა ნიშნავს თქვენს თანხმობას ამ გადაცემაზე.

კომპანია მიიღებს ყველა გონივრულად აუცილებელ ზომას, რათა თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა ორგანიზაციას ან ქვეყანას, თუ არ არსებობს კონტროლის ადეკვატური მექანიზმები, მათ შორის თქვენი მონაცემებისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

3.7 თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა

თქვენ გაქვთ უფლება, წაშალოთ ან მოითხოვოთ, რომ დაგეხმაროთ თქვენ შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების წაშლაში.

ჩვენი მომსახურება შეიძლება გაძლევდეთ საშუალებას, მომსახურების ფარგლებში თავად წაშალოთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაცია.

შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაახლოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ თქვენი ინფორმაცია თქვენს ანგარიშში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესვლით და ანგარიშის პარამეტრების განყოფილებიდან, სადაც შეგიძლიათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მართვა. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ თქვენ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, მისი შესწორება ან წაშლა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეული ინფორმაციის შენახვა შეიძლება დაგვჭირდეს, როდესაც ამის კანონისმიერი ვალდებულება ან კანონიერი საფუძველი გვაქვს.

4. თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება

4.1 ბიზნეს-გარიგებები

თუ კომპანია მონაწილეობს შერწყმაში, შეძენაში ან აქტივების გაყიდვაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა მხარეს. თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე და მათზე სხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკის გავრცელებამდე შეგატყობინებთ.

4.2 სამართალდამცავი ორგანოები

გარკვეულ შემთხვევებში კომპანიას შეიძლება მოეთხოვოს თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, თუ ამას კანონი მოითხოვს, ან სახელმწიფო ორგანოების (მაგალითად, სასამართლოს ან სახელმწიფო უწყების) კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.

4.3 სხვა სამართლებრივი მოთხოვნები

კომპანიამ შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი პერსონალური მონაცემები, თუ კეთილსინდისიერად მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია:

5. მარკეტინგი

ჩვენს კომპანიას სურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, რომლებიც, ჩვენი აზრით, შეიძლება მოგეწონოთ, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ:

თუ დაეთანხმეთ მარკეტინგული ინფორმაციის მიღებას, მოგვიანებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ მასზე.

თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, მოითხოვოთ, რომ ჩვენმა კომპანიამ შეწყვიტოს თქვენთან მარკეტინგული მიზნით დაკავშირება ან თქვენი მონაცემების ჩვენი კომპანიის სხვა პარტნიორებისთვის გადაცემა.

6. თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონული შენახვის არცერთი მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად კომერციულად მისაღებ საშუალებებს ვიყენებთ, მათ აბსოლუტურ უსაფრთხოებას ვერ გარანტირებთ.

6.1 რა უფლებები გაქვთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით?

ჩვენს კომპანიას სურს, დარწმუნდეს, რომ სრულად ხართ ინფორმირებული მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული თქვენი უფლებების შესახებ. ყველა მომხმარებელს აქვს შემდეგი უფლებები:

წვდომის უფლება – გაქვთ უფლება, ჩვენი კომპანიისგან მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლები. ამ მომსახურებისთვის შეიძლება დაწესდეს მცირე საფასური.

შესწორების უფლება – გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ნებისმიერი ინფორმაციის შესწორება, რომელიც, თქვენი აზრით, უზუსტოა. ასევე გაქვთ უფლება, მოითხოვოთ იმ ინფორმაციის შევსება, რომელიც, თქვენი აზრით, არასრულია.

წაშლის უფლება – გაქვთ უფლება, გარკვეული პირობებით მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.

დამუშავების შეზღუდვის უფლება – გაქვთ უფლება, გარკვეული პირობებით მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა.

დამუშავების წინააღმდეგ პროტესტის უფლება – გაქვთ უფლება, გარკვეული პირობებით გააპროტესტოთ ჩვენი კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.

მონაცემთა პორტირების უფლება – გაქვთ უფლება, გარკვეული პირობებით მოითხოვოთ, რომ ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები გადავცეთ სხვა ორგანიზაციას ან პირდაპირ თქვენ.

მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში პასუხის გასაცემად გვაქვს ერთი თვე. თუ გსურთ ამ უფლებებიდან რომელიმეს გამოყენება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელეფონი: +995 598 50 14 39

ან მოგვწერეთ: privacy@sds-it.net

7. ბმულები სხვა ვებსაიტებზე

ჩვენი მომსახურება შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებსაიტებზე, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ. მესამე მხარის ბმულზე დაწკაპუნებისას გადამისამართდებით ამ მესამე მხარის ვებსაიტზე. გირჩევთ, გაეცნოთ ყველა მონახულებული ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარის ვებსაიტების ან მომსახურების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა თუ პრაქტიკაზე.

8. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები

დროდადრო შესაძლოა განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ ამ გვერდზე ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამოქვეყნებით.

ცვლილების ძალაში შესვლამდე გაცნობებთ ელფოსტით და/ან ჩვენს მომსახურებაში თვალსაჩინო შეტყობინებით და განვაახლებთ „ბოლო განახლების“ თარიღს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში.

გირჩევთ, პერიოდულად გადახედოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას ცვლილებების შესამოწმებლად. ცვლილებები ძალაში შედის ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

9. დაგვიკავშირდით

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ელფოსტა: privacy@sds-it.net

ტელეფონი: +995 598 50 14 39

10. როგორ მივმართოთ შესაბამის ორგანოს

თუ გსურთ საჩივრის წარდგენა ან მიგაჩნიათ, რომ ჩვენმა კომპანიამ თქვენი მიმართვა სათანადოდ არ განიხილა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

ტელეფონი: +995 32 242 1000

ელფოსტა: office@pdps.ge